kantrium.com | MySuomi.com | vivaspb.com | finntalk.com

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს განვითარების ფონდმა ქალაქ ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, ჭიათურაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, იმერეთის ვიცე გუბერნატორები იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმსარულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე იმყოფებოდნენ.