kantrium.com | MySuomi.com | vivaspb.com | finntalk.com

სოფელ ნიგოზეთის ჭიდაობის დარბაზში თავისუფალ ჭიდაობას 28 მოსწავლე ეუფლება

სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის სპორტ დარბაზში თავისუფალ ჭიდაობაში მორიგი ვარჯიში ტარდება. სანამ ჭიდაობის ილეთების გამეორება დაიწყება, მანამდე მოთელვა - ე.წ გახურება აუცილებელია. დარბაზში 28 ახალგაზრდა სპორტსმენი ვარჯიშობს, მათ შორის 7 გოგონაა. სპორტსმენთა ასაკი შეზღუდული არ არის. აქ სპორტულ ილეთებს პირველ კლასელებიც დიდ მონდომებით ეუფლებიან.