kantrium.com | MySuomi.com | vivaspb.com | finntalk.com

იმერვიზია

იმერვიზია - რაც გაინტერესებს და გეხება

ჭიათურა, ნინოშვილის #7

+995 0(479) 256111
+995 0(479) 252300

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
ტელეკომპანია "იმერვიზია" 1991 წელს დაარსდა. აქვს კერძო/საერთო მაუწყებლობის ლიცენზია. მისი ღია საეთერო მაუწყებლობის დაფარვის ზონა ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიაა. მის პოტენციურ აუდიტორიას 118.000 კაცი შეადგენს. არხი უჩვენებს ეწ. ,,ჯავის რაიონის“ ოკუპირებული სოფლების ტერიტორიაზე. "იმერვიზიის" სიხშირე ვრცელდება როგორც ციფრული სიგნალით, ასევე ინტერნეტით და სატელიტური მაუწყებლობით.
"იმერვიზიას" აქვს შემდეგი გადაცემები:

"ინფორმატორი"- ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება შაბათ-კვირის გარდა;
"მთავარი თემა" - ყოველკვირეული სოციალურ-პპოლიტიკური ტოქ-შოუ;
"ინდისტრიული მაცნე" - ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება ინდუსტრიის შესახებ;
"რუბიკონი" - ყოველკვირეული ინტელექტუალური შოუ;
"არტფრეში" - ყოველკვირეული ახალგაზრდული გადაცემა;
"სიტყვაკაზმული" - ყოველდღიური ლიტერატურული გადაცემა;
"იმერვიზიის მელოდიები" - ყოველდღიური მუსიკალური პროგრამა.

ტელეკომპანია "იმერვიზიაში" თვითრეგულირების საბჭო 2010 წლის 24 აგვისტოს შეიქმნა. ტელევიზიაში ამ ეტაპზე 17 თანამშრომელი მუშაობს.
არხის დირექტორია რამაზ გამეზარდაშვილი.